კულტურა
„ერთად გადარჩენილი მოქვის სახარება“ - რატომ დაზიანდა მე-13 საუკუნის უნიკალური ძეგლი
„ერთად გადარჩენილი მოქვის სახარება“  - რატომ დაზიანდა მე-13 საუკუნის უნიკალური ძეგლი

„ერთად გადარჩენილი მოქვის სახარება“ - ამ სახელწოდებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში მოქვის სახარების გამოფენა–პრეზენტაცია გაიმართა.

სახარების ფურცლები ფართო საზოგადოებისთვის ათწლეულების მანძილზე პირველად გამოიფინა.

მოქვის ოთხთავი სხვა ქართულ ხელნაწერ სახარებებთან შედარებით ყველაზე მეტადაა დაზიანებული, ძირითადად ფურცლოვან ოქროზე შესრულებულ უნიკალურ მინიატიურებს ეხება. ხელნაწერის დაზიანების მიზეზად რამდენიმე გარემოება სახელდება, მათ შორის ოთხთავის თავდაპირველი შენახვის არასწორი პირობები, თუმცა მინიატიურების სავალალო მდგომარეობის ძირითად მიზეზად მაინც მათი შესრულების განსხვავებული ტექნიკაა მიჩნეული.

იუნესკოს საქმეთა ეროვნულმა კომისიამ2011 წელს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში 37 საპროექტო განაცხადიდან ათი შეარჩია, რომელთაგან ერთ-ერთი პროექტი მოქვის ოთხთავის დიაგნოსტიკას და კონსერვაციას ითვალისწინებს. ამავე წლის ოქტომბერში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სამი ევროპელი ექსპერტი და რესტავრატორი - ანდრეა ჯიოვანინი(ლუმინო, შვეიცარია), ანდრეა პატაკი-ჰუნდტ(შტუდგარტი, გერმანია) და მაგდალენე ლიდკე (კარლსრუე, გერმანია) ეწვია . მათ ჩაატარებულმა დიაგნოსტიკამ ცხადყო, რომ ამ უნიკალურ ძეგლზე განსაკუთრებული ზრუნვა მუდმივი პროცესი უნდა იყოს.

მდგომარეობის დადგენის შემდეგ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციის შედეგად შემოსული თანხით შესაძლებელი გახდა უნიკალური ხელნაწერის რეაბილიტაციისათვის რთული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი დაწყებულიყო. კვლევებით დადგინდა, რომ ხელნაწერის ფურცლების 98,4% სტაბილიზაციას მოითხოვდა. 157 მინიატურიდან კი 115-ის კონსოლიდირება იყო საჭირო. 2013 წლის თებერვალსა და ოქტომბერში პროექტის ფარგლებში ანდრეა პატაკმა, ცენტრის რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად, მინიატურების კონსერვაცია მოახდინა. სამუშაოები თანამედროვე მასალებისა და მეთოდების გამოყენებით ჩატარდა.

რესტავრატორი, ექსპერტი თამარ დვალიშვილი: „მოქვის სახარების აღსადგენად მხოლოდ მინიატურების კონსერვაცია ჩავატარეთ. თევზის წებოს გამოყენებით, დაზიანებული უბნების შეკავშირება ანუ კონსოლიდაცია მოხდა. სინთეტიკური წებოს გამოყენება კი ძალიან მცირე უბნებზე განხორციელდა. თვითონ ეტრატის აღდგენა არ მომხდარა, ვინაიდან ძალიან მძიმე მდომარეობა იყო და ამ სამუშაოების ჩატარების დროს საშიშროება იქმნებოდა, რომ ფერწერული ფენა უფრო მეტად დაზიანებულიყო.

კონსერვაციული სამუშაოები 2011 წლიდან მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ყველა მინიატურის შესწავლა, გამოკვლევა მოხდა. უცხოელმა ექსპერტებმა სამომავლო გეგმა შეიმუშავეს და ქ-ნი ანდრეა პატაკის დახმარებით კონსერვაციის სამუშაოები უკვე დავასრულეთ. სახარება ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო.

თვითონ, როგორც ძეგლი, თავისავად უნიკალურია. ამ სახის ხელნაწერები მსოფლიოში, არ მგონია, კიდევ სადმე მოიპოვებოდეს. ძეგლი თავისი შესრულების ტექნიკით უნიკალურია. ვინაიდან ყველა მინიატურა დატანილია ერთიან ოქროს ფირფიტაზე. ეს განასხვავებს მას სხვა ხელნაწერებისგან, სადაც მოხატვის დროს ხდებოდა მოოქროვება და ფერი ედებოდა უშუალოდ ეტრატზე. აქ ჯერ დატანილი იყო ოქროს ფირფიტები და შემდეგ ამ ოქროს ფენაზე მოხდა ხატვა, სწორედ ამან გამოიწვია მძიმე დაზიანება. ეს თავიდან უფრო მდიდრულად გამოიყურებოდა, რა თქმა უნდა და მხატვარმა თავის დროზე დიდი ხარჯი გასწია, მაგრამ სწორედ ამან გამოიწვია სახარების სავალაო მდგომარეობა. ოქროს ფენამ ეტრაქტთან კავშირი დაკარგა და ჩამოცვენა დაიწყო. რესტავრაცია ახლა არ მომხდარა, მოხდა კონსერვაცია. რესტავრაცია სამომავლოდაც ვერ მოხერხდება. სამომავლოდ, რაც ერთეულ ძეგლებზე ხდება, მოხდება ძეგლზე მუდმივი კონტროლი. მომავალში თუ რამე გამოვლინდა შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ“.

გერმანელი რესტავრატორი, ექსპერტი ანდრეა პატაკი: “მოქვის სახარება ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი ხელნაწერია, რომელიც უჩვეულო, განსაკუთრებული ხელწერის შესრულების ტექნიკით გამოირჩევა. ჩვენ ამ უნიკალური ხელნაწერის კონსერვაცია მოვახდინეთ. ჩვენ პირველ რიგში ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად სამუშაო გეგმა შევიმუშავეთ. მოვახდინეთ ძეგლის დიაგნოსტიკა. 157 მინიატურიდან 115 დაზიანებული უბნის შეკავშირება განხორციელდა. სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით რესტავრაცია არ ჩატარებულა. მე-13 საუკუნის გამორჩეული ძეგლი მუდმივ ზრუნვას საჭიროებს. დასაშვებია მხოლოდ მისი აქ გამოფენა, მაგრამ გადაადგილება დაუშვებელია. სახარებას განსაკუთრებული ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება“.

მოქვის ოთხთავი, ანუ მოქვის სახარება, რომელიც თავისი მდიდრული ტრადიციული ქართული ორნამენტებითა დამინიატიურებითაა ცნობილი, შუა საუკუნეებში დაიწერა . ტექსტი ნუსხური ანბანითაა შესრულებული.

სახარება 1300 წელს, აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობისმოქვის ეკლესიაში გადაიწერა. მოქვის ოთხთავი დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით ქართველმა მინიატიურისტმა და კალიგრაფმა, ეფრემმა გადაწერა. ამაზე ხელნაწერის ბოლოს დართული ფურცელი მიუთითებს, რომელზედაცღვთისმშობელიყრმით და თავად დანიელ ეპისკოპოსია გამოსახული. ღვთისმშობელი მდგომარეა, ქვემოთ კი, მის წინაშე მუხლმოდრეკილი დანიელია. დანიელ ეპისკოპოსის გამოსახულების თავზეასომთავრული წარწერაა, რომელიც ქარაგმის გახსნით ამგვარად იკითხება: „დანიელ მოქველი მთავარეპისკოპოსი“. დანიელ ეპისკოპოსმა მოქვის სახარება ღვთისმშობლის სახელზე აგებულმოქვის ეკლესიას შესწირა.

მოქვის ოთხთავიXIX საუკუნის 80-იან წლებშიგელათის მონასტრის წიგნთსაცავში ინახებოდა.1921 წელს ის საქართველოს სხვა ეროვნულ საგანძურთან ერთადექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით გადასარჩენადსაფრანგეთში გაიტანეს.საქართველოში ოთხთავი მხოლოდ1945 წელს დააბრუნეს. ამჟამად მოქვის ოთხთავი თბილისში,ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავშია დაცული.

მოქვის ოთხთავი, რომელიც 328 ფურცელს მოიცავს 30 x 23 სმ ზომისაა. ფურცლები დამუშავებული ტყავისაგანაა დამზადებული. ტექსტითითოეულ ფურცელზე ორ სვეტადა განაწილებული. ხელნაწერი ლამაზი კალიგრაფიულით და მდიდრული ორნამენტირებული დეკორით გამოირჩევა. ხელნაწერის დასაწყისი ათი მდიდრულად შემკული კამარაა. ყოველი ახალი თავის დასაწყისში მდიდრული თავსართებია გაკეთებული. ტექსტში აბზაცების თავში საზედაო ასოები მრავლადაა. მათი საერთო რაოდენობა მოქვის სახარებაში 531-ს შეადგენსდა ამ მხრივ ოთხთავი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ქართულშუა საუკუნეების ხელნაწერებში. საზედაო ასოები ძირითადადფრინველთა დაცხოველთა გამოსახულებებისაგან შედგება.

ოთხთავი მდიდარია სახარებისეული სიუჟეტების ამსახველი მინიატიურებით, რომელთა საერთო რაოდენობა 152-ს შეადგენს. მინიატიურები ტექსტში შინაარსობრივად შესაბამის ადგილებშია ჩასმული. ოთხკუთხა ფორმის მინიატიურა ხშირად გადაწერილი სვეტის ფარგლებიდან გამოდის, ხოლო საზედაო ასოსთან ერთად ლამაზად დაწერილი ტექსტის ფონზე ფერადოვან ანსამბლს ქმნის.

გარდა მინიატიურების სიმრავლისა, მოქვის სახარების მოხატულობა თავისი საშემსრულებლო ტექნიკითაცაა გამორჩეული . ქართულ წიგნებში მინიატიურების ფონის შესავსებად გამოიყენებოდა ფურცლოვანიოქრო, რომელიც ფურცელზენივრის ან სპეციალური წებოვანი შენაერთების საშუალებით მაგრდებოდა. სხვა ქართულ ხელნაწერებშიოქროთი იფარებოდა ის ადგილები, რომლებიც მინიატიურის გამოსახულების გარშემოწერილი კონტურების მიღმა, მოქვის ოთხთავში კი მოხატულობები უშუალოდ ოქროს ზემოდანაა შესრულებული — თავდაპირველად მინიატურის მთელი არე დაიფარა ფურცლოვანი ოქროთი, ხოლო შემდეგ ზედ საღებავები შესაბამის ადგილებში დაიდო. ამგვარმა მოხატულობამ სამწუხაროდ არ გაამართლა და მინიატიურების მნიშვნელოვანი დაზიანების ერთ-ერთ მიზეზად ხშირად სწორედ მოქვის გამორჩეული მოხატულობის ტექნიკა სახელდება — საღებავმა დროთა განმავლობაში შეიწოვა მის ქვეშ არსებულიოქროდა გამოაშრო, რის შედეგადაც საღებავი ოქროსთან ერთად თანდათანობით სცილდება ეტრატს და მინიატურულ მხატვრობას აზიანებს.

შინაარსობრივად მოქვის სახარების მინიატიურები მათეს სახარების დასაწყისში წარმოდგენილი ქრისტეს გენეალოგიით და იოანეს სახარების ბოლოს მთავრდება სულიწმიდის მოფენითა და ღვთისმშობლის მიძინებით იწყება. აღსანიშნავია, რომქრისტესგენეალოგიური ხის გამოსახულება ქართულ მინიატიურებში იშვიათია. ქრისტეს ცხოვრების ამსახველი მინიატიურები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა დალაგებული. ძირითადად დასურათებულიამათეს სახარება (სულ 97 მინიატიურა), ხოლო დანარჩენ თავებში ივსება საილუსტრაციო ციკლის შემადგენლობა. იშვიათია ერთი და იმავე სიუჟეტის მინიატიურის განმეორება. განსხვავებით მოქვის სახარებისაგან, სხვა ქართულ ოთხთავებში თითოეული თავი საკუთარ დამოუკიდებელ საილუსტრაციო ციკლს შეიცავს. მოქვის ოთხთავი გელათისა და ჯრუჭის მეორე ოთხთავებისაგან განსხვავებით, იძლევა ძირითადად, შინაარსის საკვანძო სიტუაციებს, მაშინ როდესაც ეს ორი დაწვრილებით მოგვითხრობს სახარების ამბებს.

მოქვის ოთხთავის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების შესაგროვებლად2010 წლის7 დეკემბერს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი სახელწოდებით „გადავარჩინოთ მოქვის სახარება“ , კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. მარჯანიშვილის თეატრისა და ცენტრის მეგობართა საზოგადოების გარდა პროექტს ორგანიზებას უწევდა და მხარს უჭერდა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნიერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, თბილისის მერია დააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.