დახმარება | რეკლამა | საიტის რუკა Sazogadoeba.Ge - RSS
პაროლის აღდგენა | რეგისტრაცია
ვიდეო
ბავშვის სახალისო პოზები
ყველაზე სახალისო 100 ვიდეო 3 წუთში
თავის ტკივილის აფრიკული მკურნალობა
ეკონომიკა
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში უკვე მოხნულია 10 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი.

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ წელს 800 ათასამდე ფერმერი იღებს მონაწილეობას.

აგროვადების გათვალისწინებით, აქტიური სამუშაოები მიდის აღმოსავლეთ საქართველოსყველა რეგიონში სამცხე–ჯავახეთის გარდა. მიწის დამუშავება უკვე დაწყებულია დასავლეთ საქართველოში. რამდენიმე დღეა ხვნა დაიწყო ზესტაფონსა და სამტრედიაში. თვის ბოლომდე მიწის დამუშავება დაიწყება დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში.

2014 წლის საგაზაფხულო პროექტით სასოფლო–სამეურნეო ბარათი მიიღო პროექტში ჩართულმა იმ ფერმერმა, რომლის მფლობელობაშია 0.25დან 1.25 ჰექტრის ჩათვლით მიწის ფართობი ( 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით).

4 მარტის მონაცემებით დარიგებულია 464108 სასოფლო–სამეურნეო ბარათი. პარალელურად 17 თებერვლიდან დაიწყო აგრო ბარათების გაცემა, რომლის აღება ფერმერს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით სულ გაცემულია 50633 აგრო ბარათი, რომელზეც დარიცხულია 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა (ერთი ქულა ერთი ლარი). პლასტიკური ბარათის მეშვეობით ფერმერს შეუძლია შეიძინოს სასოფლო დანიშნულების პროდუქტი სასოფლო–სამეურნეო მაღაზიებში.

შეგახსენებთ, რომ სასოფლო–სამეურნეო მიწის დამუშავებას 17 თებერვლიდან სახელმწიფო შპს „მექანიზატორისა“ და 15 სატრაქტორო კერძო კომპანია ახორციელებს.