დახმარება | რეკლამა | საიტის რუკა Sazogadoeba.Ge - RSS
პაროლის აღდგენა | რეგისტრაცია
ვიდეო
ბავშვის სახალისო პოზები
ყველაზე სახალისო 100 ვიდეო 3 წუთში
თავის ტკივილის აფრიკული მკურნალობა
საზოგადოება
„m2 იპოდრომზე“ ბინების გაყიდვა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
„m2 იპოდრომზე“ ბინების გაყიდვა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

დეველოპერულმა კომპანია „m2 უძრავი ქონება“, „m2 იპოდრომთან” საცხოვრებელი კომპლექსის კარკასის სამუშაოები დაასრულა და მოხდა კომპლექსის ბოლო კორპუსის გადახურვა. „m2 იპოდრომთან” საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2012 წლის 2 აპრილს დაიწყო,15 თვეში კი 9 კორპუსის კარკასი აშენდა და გადაიხურა. საცხოვრებელი კომპლექსის საერთო სამშენებლო ფართი 63,247კვადრატული მეტრია. უკვე დაწყებულია აშენებული კორპუსების ფასადების მოპირკეთება და შიდა სარემონტო სამუშაოები. საცხოვრებელი კომპლექსი (ბინების რემონტების ჩათვლით) მომავალი წლის სექტემბერში დასრულდება.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, „m2 იპოდრომზე“ ბინების გაყიდვა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ამ დროისთვის, კომპლექსში ბინების 70%–მდეგაყიდულია. „m2 იპოდრომზე“ ბინის შეძენის მსურველთათვის მოქმედებს შიდა განვადება.

როგორც "საქართველოს ბანკში" აღნიშნავენ, შიდა განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, მინიმალური თანამონაწილეობა შეადგენს ბინის ღირებულების 25%–ს. განვადების ვადა 2014 წლის სექტემბრამდე, ანუ მშენებლობის დასრულებამდე გრძელდება; შესაბამისად, ბინის მფლობელი თანხას ფარავს შეთანხმებული გრაფიკით მშენებლობის პროცესში, უზრუნველყოფას კი მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება შეადგენს.

"მნიშვნელოვანია, რომ ჰოლანდიის განვითარების ბანკის(FMO) მოთხოვნით მშენებლობის მონიტორინგს ახორციელებს ამერიკული სამშენებლო–საინჟინრო კომპანია „აეკომი“ (www.aecom.com), რაც განაპირობებსმშენებლობის მიმდინარეობას ხარისხის და ვადების მკაცრი კონტროლის ქვეშ. კომპლექსის მშენებლობის და რემონტისთვის, გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები.