Facebook-სტატუსები
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი ნიკა გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი ნიკა გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს

ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემ გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ!  - ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი რატი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა. 
ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში." - წერს რატი გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, გუშინ, "რუსთავი 2" - ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას რესტორანში თავს დაესხნენ, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელში განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. 




 

loading...
loading...