Facebook-სტატუსები
"თუ ნამდვილად ლევანის ვაჟმა ცემა ნიკა გვარამია, ეს ყმაწვილი უნდა დააკავონ, გვარამია ამ ამბავს არ გაატარებს" - ზაზა სვანაძე
"თუ ნამდვილად ლევანის ვაჟმა ცემა ნიკა გვარამია, ეს ყმაწვილი უნდა დააკავონ, გვარამია ამ ამბავს არ გაატარებს" - ზაზა სვანაძე

რეჟისორი ზაზა სვანაძე ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს ეხმაურება.

„არაა გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ქვეყნის სხვა უწყებები სერიოზული დილემის წინაშე დადგნენ დღევანდელი ინციდენტის გამო - თუ ნამდვილად ლევანის ვაჟმა ცემა ნიკა გვარამია, ეს ყმაწვილი უნდა დააკავონ, თუმცა აღნიშნული პროცედურა უხმაუროდ არ ჩაივლის, ერთის მხრივ ყველას გვახსოვს სააკაშვილ-მერაბიშვილის დროს გრეჩიხების ორგანიზებით გამართული აქციები - ერთ-ერთი აქცია კი შსს-სთანაც მოაწყეს ( რატიც იყო იქ ) და ვიცით როგორ შეღებეს წითელი საღებავით პოლიციელები 6 მაისს, ანუ პოლიციასთან შეტაკებების გამოცდილება მათ აქვთ - თან უნდა გავითვალისწინოთ გაჩეჩილაძეების ძალა ივანიშვილის კარზე - ლევანი ბიძინას ერთ-ერთი საყრდენია - თავისი გუნდით და რადიკალური ბრძოლის გამოცდილებით.

მეორე მხარეს კი დგას ყველაზე რეიტინგული ქართული არხის ხელმძღვანელი - ნიკა გვარამია, რუსთავი-2 ით და ხელისუფლების მიმართ მუდამ რადიკალური დამოკიდებულებით, ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ ნიკა გვარამია ამ ამბავს არ გაატარებს ! შეყრის საერთაშორისო ორგანიზაციებს და მთელ თავისს რესურსს ჩართავს გაჩეჩილაძეების წინააღმდეგ, ფაქტია, არც გრეჩიხები დაიხევენ უკან, და მიაწვებიან ბიძინას თუ მათ შვილს შეეხებიან - არ დატრიალდება კაი ამბები !“ - წერს სოციალურ ქსელში სვანაძე.




 

loading...