საზოგადოება
სოფელ შორაპანთან, სტიქიის ზონაში მეკლდეურები მუშაობენ
სოფელ შორაპანთან, სტიქიის ზონაში მეკლდეურები მუშაობენ

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ შორაპანთან, სტიქიის ზონაში უსაფრთხების ღონისძიებები მიმდინარეობს, მათ შორის მეკლდეურების მიერ ხდება ფერდობებზე დარჩენილი ქვების ჩამოწმენდა. 

პრევენციული და გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს საათებში დასრულდება და საავტომობილო მოძრაობა აღდგება. 

6 იანვარს ღამით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე (სოფ. შორაპანთან) გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.




 

loading...
loading...