Facebook-სტატუსები
"ნიკა გვარამიას მიმართ მომხდარ თავდასხმაზე საქართველოს ლეიბორისტული პარტია სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს"
"ნიკა გვარამიას მიმართ მომხდარ თავდასხმაზე საქართველოს ლეიბორისტული პარტია სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს"

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ გუშინ მომხდარ თავდასხმაზე საქართველოს ლეიბორისტული პარტია სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რეჟიმის მეთაურ ბიძინა ივანიშვილს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმის ფაქტს.

"მილiარდერი წლებია პირადად უდგას სათავეში სიძულვილის გაღვივებას არა მარტო პოლიტიკურ ოპონენტთა, არამედ მის კონტროლს დაუქვემდებარებელ მედიასაშუალებებისა და კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგ. დაკავებული ახალგაზრდაც მინიმუმ ამ ზომბირების მსხვერპლია. ივანიშვილი ფართოდ იყენებს ცენზურას, კონკრეტული გადაცემების პირდაპირი დახურვის და ჟურნალისტთა დევნის რეპრესიულ მეთოდებს, ამ საქმეში ჩართული ყავს სასამართლო ხელისუფლება, უშიშროების ორგანოები, მთელი სახელმწიფო რესურსი.

ოლიგარქისგან ტელეკომპანათა, ფაქტობრივად რეიდერული მიტაცება კაი ხანია გახდა სისტემური მოვლენა. ამჯერად ქვეყანაში გამძვინვარებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი მოქმედ რეჟიმს აღარ უტოვებს სხვა გზას, გარდა მოწინააღმდეგეებზე ღია ძალადობისა, რაც გათვლილია მთელი საზოგადოების დაშინებაზე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა. განსაკუთრეულ შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების მომხრეთა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაუფარავი სიხარული მომხდარი ამაზრზენი ფაქტით. ამ კატეგორიას , სანამ სხვას ჩაქოლავდნენ, ურჩევნია ჯერ კარგად გაიხსენოს როგორ დააფინანსა ასეული მილიონით ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუცია და სააკაშვილის რეჟიმის შემდგომი განმტკიცება-გაძლიერება,როგორ აიარაღებდა უშიშროების და სპეცსამსახურთა სტრუქტურებს და შემდგომ მომიტინგეთა დარბევის წასახალისებლად როგორ ურიგებდა პრემიებს ქართუ ბანკიდან.

ასევე მის მომხრეებს ნუ დაავიწყდებდა რომ სწორედ ნაცების და ივანიშვილის ერთობლივი ალიანსის დროს აწამეს სულხან მოლაშვილი, დახვრიტეს პატიმრები ციხეში, მოკლეს გირგვლიანი, რობაქიძე, გამცემლიძე და უამრავი ახალგაზრდა, დაარბიეს ნოემბრის და 26 მაისის აქციები, ხოლო ივანიშვილი ამის შემდეგ კიდევ ასეულობით მილიონით უზრდიდა დაფინანსების ტემპებს მის მიერ დღეს ვითომ დაგმობილ რეჟიმს.

ცნობილია, რომ ძალადობა შობს ძალადობას და შესაბამისად, რეჟიმს თავის გადასარჩენად დარჩა სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება ქვეყანაში, რასაც ყველა პატრიოტი უნდა წინ აღუდგეს. ვგმობთ მომხდარ ძალადობას და მოვითხოვთ დაისაჯონ ამ აქტის შემკვეთნი და ორგანიზატორნი." - წერს ნათელაშვილი.

 


 

Propellerads
loading...