ak.ge
პოლიტიკა
“მე ნათლად ვხედავ, რომ ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე ფრთადაა გაყოფილი და ეს ფრთები ერთმანეთს ებრძვიან, ხოლო ქართული ოცნება ცალ-ცალკე ურიგდება მათ“
“მე ნათლად ვხედავ, რომ ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე ფრთადაა გაყოფილი და ეს ფრთები ერთმანეთს ებრძვიან, ხოლო ქართული ოცნება ცალ-ცალკე ურიგდება მათ“

“მე ნათლად ვხედავ, რომ ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე ფრთადაა გაყოფილი და ეს ფრთები ერთმანეთს ებრძვიან. მე ვხედავ, რომ "ქართული ოცნება" ყოველ ამ ფრთასთან მუშაობს და ცალ- ცალკე ურიგდება მათ...“- ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერი, ფრაქცია „პატრიოტების“ წევრი, ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ეს გარიგება არის უსინდისობა იმიტო, რომ არაა ქართველი ხალხის დაკვეთა.

„მე ვხედავ, რომ ამ გარიგების შედეგად, 500 000 ხმა დაუწერეს ნაცებს და მთელი 27 დეპუტატი გააყვანინეს პარლამენტში, ესეც უსინდისობაა, ესეც არაა სიმართლე და არაა ქართველი ხალხის დაკვეთა. მე ვხედავ, რომ ამ გარიგებების შედეგად ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და ასეთი გადაწყვეტილების შედეგია უგულავას გათავისუფლება. ესეც უსინდისობაა და არაა ქართველი ხალხის დაკვეთა. მე ვხედავ, რომ პოლიტიკაში დამკვიდრდდა უსინდისობა, ეკონომიკაში- ტყუილი, ხალხზე არავინ არ ფიქრობს. ხალხის ცხოვრება დღითიდღე უარესდება. ჯამში, ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ აფეთქებას, რასაც მოჰყვება მიტინგები და ამას შეეწირება ეს ხელისუფლება. მე ამას ვწინასწარმეტყველებ. მეტს აღარაფერს არ ვიტყვი!”- წერს ირმა ინაშვილი. 

 


 

Propellerads
loading...