Facebook-სტატუსები
"რომელი 9 წლის ბოღმამ ამოასხა "სამართლიან" გრეჩიხა იუნიორს? ფულის თვლა თუ იცით, წლებიც დათვალეთ და არ გამოგივათ 9 წელი კაიბიჭებო!"
"რომელი 9 წლის ბოღმამ ამოასხა "სამართლიან" გრეჩიხა იუნიორს? ფულის თვლა თუ იცით, წლებიც დათვალეთ და არ გამოგივათ 9 წელი კაიბიჭებო!"

ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ინციდენტს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილიც ეხმაურება.

"რომელი 9 წლის ბოღმამ ამოასხა "სამართლიან" გრეჩიხა იუნიორს – მამამისი რომ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, წარმატებული ბიზნესი რომ ჰქონდა შევარდნაძის დროიდან დაწყებული მიშას დროის ჩათვლით?! ფულის თვლა თუ იცით, წლებიც დათვალეთ და არ გამოგივათ 9 წელი კაიბიჭებო!

ეს ისე, ლირიული გადახვევა...

ან საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ბოღმის ვადას, ან იმას, ჭირის სუფრა იყო თუ ლხინის, ან თუნდაც შობა იყო თუ ჩვეულებრივი დღე?! 
რა მნიშვნელობა აქვს ვინმე გევასება თუ არ გევასება?!

ქალებო, რომლებიც ორგაზმამდე მიგიყვანათ ამ ამბავმა, არავის უთქვამს თქვენთვის, რომ ამ სიამოვნების განცდის გაცილებით უფრო ეფექტური საშუალება არსებობს?!

შარვლიანებო, რომლებიც აქედან კაკუნით მიესალმებით ამ სისაძაგლეს – დედამ და მამამ არ გასწავლეს რა არის კაცობა?!

მიდით აკაკუნეთ!
ტფუი!!! "- წერს სარიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.


 

Propellerads
loading...
loading...