ak.ge
მსოფლიო   NEWS
იერუსალიმში ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
იერუსალიმში ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

იერუსალიმში სატვირთო მანქანა ჯარისკაცთა ჯგუფში შევარდა. მედიკოსთა ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია 3 მამაკაცი და ერთი ქალბატონი, დაშავებულია 15 ადამიანი.

BBC-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანის მძღოლის ლიკვიდირება მოახდინეს.

პოლიციის წარმომადგენელმა რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნულ ინციდენტს ტერაქტი უწოდა.