ak.ge
Facebook-სტატუსები
"ზუსტად ეს მეზიზღება იმ 9 წლიდან" - ნანუკა ჟორჟოლიანი
"ზუსტად ეს მეზიზღება იმ 9 წლიდან" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ძალიან არ მინდა მართალი აღმოჩნდეს ამბავი იმის შესახებ, რომ ნიკა მელიას ფრაქციიდან გააბუნძულებენ მისი თანაგუნდელები, - ასე ეხმიანება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იმ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხვალ, "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხზე იმსჯელებენ.

"არ მინდა მართალი აღმოჩნდეს იმიტომ, რომ ძალიან ვინანებ ჩემი ერთადერთი ხმის მიცემას ამ პარტიისთვის. ეს რა მეთოდებია? ამოფარებული ბუშტებზე და სვეტურ ფლაერებზე? ხელების გადაგრეხვის, ძალადობის, ფეხის დადების... ძალადობა ყველგან დასაგმობია და თუ ეს ჯგუფი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ასე სჯის, გასაგებია მათი მომავალიც. ნიკა მელიას გადაყენება იქნება ნათელი დასტური "პოლიტიკისა" ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია და დავსჯით. და ზუსტად ეს მეზიზღება იმ 9 წლიდან." - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.