პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის" ფრაქციის სხდომა, რომელზეც ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო
„ნაცმოძრაობის" ფრაქციის სხდომა, რომელზეც ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო

“ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის ნიკა მელიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, დღეს აღარ გაიმართება. 

ფრაქციის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გიგი უგულავას საუბრის შემდეგ მიიღეს, რომელმაც მათ კონსულტაციებისთვის სამი დღე სთხოვა. 

“მე ვთხოვე კონსულტაციებისთვის ფრაქციის წევრებს სამი დღე და გადაწყვეტილებას ფრაქცია ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს” - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა. 

მისივე განცხადებით, მას ჰქონდა ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები და მათი მხრიდან ლეგიტიმური და დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად, ფრაქციის თავმჯდომარის საკითხის განხილვა დღეს აღარ მოხდება. 




 

Propellerads
loading...
loading...