პოლიტიკა
სერგო რატიანი: გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა"
სერგო რატიანი: გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა"

„გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს "ნაციონალური მოძრაობა"- გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განაცხადა

მისი თქმით, პარტიის დაშლის პროცესი ყრილობის ე.წ. საორგანიზაციო ექვსეულის შექმნით დაიწყო, რომელსაც პარტიის ერთი ფრთა ემორჩილება. .

„ეს გაყრა პრაქტიკულად მოხდა. ნაციონალური მოძრაობა უკვე გაყოფილია. ეს მოინდომა ამ ხალხმა, როდესაც შექმნა არალეგიტიმური ორგანო. " - განაცხადა რატიანმა. 

რატიანის ინფორმაციითვე, გუშინ საღამოს გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა

"შედგა საუბარი, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები. სწორედ ამიტომ გიგი უგულავამ  ითხოვა ფრაქციის სხდომის გადადება. ფრაქციის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება." - აღნიშნა სერგო რატიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას დღეს, 10:00 საათზე,  თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელა.




 

 

Propellerads
loading...