პოლიტიკა
„ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ უჯერებ ბოკერიას"- ნიკა მელია სერგო რატიანს
„ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ უჯერებ ბოკერიას"- ნიკა მელია სერგო რატიანს

„ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ჩანიშნული სხდომის გადადებას თანაპარტიელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შელაპარაკება ნიკა მელიას, სერგო რატიანსა და აკაკი ბობოხიძეს შორის მოხდა. 

მათ ერთმანეთი პარტიის დაშლაში დაადანაშაულეს. ნიკა მელიამ თანაფრაქციელებს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაშიც დასდო ბრალი. 

„პარტიიდან გარბიხართ, ”ნაციონალური მოძრაობიდან” გარბიხართ შენ,ხათუნა გოგორიშვილი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი. ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ უჯერებ ბოკერიას."  - მიმართა ნიკა მელიამ სერგო რატიანს. 

საპასუხოდ კი სერგო რატიანმა მელიას მოუწოდა ეთქვა, თუ სად იყო აქამდე და რა პოზიცია ჰქონდა.

”ბოკერიას ვინც უჯერებდა, კარგად ვხედავთ. აქამდე სად იყავი. გარბიხართ თქვენ, როდესაც აწყობთ იმას, რასაც აწყობთ”, - უპასუხა სერგო რაიანმა. 

ნიკა მელია დაპირისპირებულმა თანაპარტიელებმა ოთახიდან ტაშით გააცილეს.

დაპირისპირება პარლამენტში, ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში მოხდა. 

loading...