პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს  შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს  შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა გუშინ, იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო და სამძიმარი გამოუცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველო - ისრაელს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების, ძლიერი პარტნიორობისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა.


მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, გლობალური უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობაზე და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.




 

Propellerads
loading...