ak.ge
პოლიტიკა
„ჩვენი უტვინობითა და ერთთვიანი შეუთანხმებლობით, რომელშიც ყველაზე დიდი წვლილი სააკაშვილს მიუძღვის, ივანიშვილის ოცნება ხდება"
„ჩვენი უტვინობითა და ერთთვიანი შეუთანხმებლობით, რომელშიც ყველაზე დიდი წვლილი სააკაშვილს მიუძღვის, ივანიშვილის ოცნება ხდება"

„რომ ვიყო ისეთივე ბინძური, როგორც არის მეორე მხარეს, შემეძლო ასეთივე წარმატებით მეთქვა, რომ ბიძინა და ნიკანორი ერთად მოქმედებენ" - ამის შესახებ კაკო ბობოხიძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტში, ფრაქციის სამუშაო ოთახში თანაპარტიელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ჩანიშნული სხდომის გადადებას მოჰყვა, რომელზეც ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი უნდა განხილულიყო. 

ბობოხიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის არსებული შეუთანხმებლობის წყალობით, ბიძინა ივანიშვილის ოცნება ხდება და პარტია იშლება. 

„რომ ვიყო ისეთივე ბინძური, როგორც არის მეორე მხარეს, შემეძლო ასეთივე წარმატებით მეთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნიკანორის სასამართლოში დაბარება სპეციალურად დაამთ​ხვია დღევანდელ სხდომას, იმისთვის, რომ ჩვენ გადაგვედო და არ დაგვეყენებინა ნიკანორ მელიას გადაყენების საკითხი, ხოლო როგორც კი ნიკანორ მელიას გადაყენების საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან მისი სასამართლოში დაბარებაც გათავისუფლდა. ნიკანორის ლოგიკით და არა ჩემი ლოგიკით მაშინ გამოდის, რომ ნიკანორი და ბიძინა ერთად მოქმედებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას არ ვამბობ. ეს მოხდა ჩვენი უტვინობით, ჩვენი ერთთვიანი შეუთანხმებლობით და ამ შეუთანხმებლობაში, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს, ხდება ბიძინა ივანიშვილის ოცნება და პარტია მიდის დაშლისკენ" - განაცხადა კაკო ბობოხიძემ. 




 

Propellerads
loading...