პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი: კაკო ბობოხიძეს ხალხის ცემის გარდა რა აქვს გაკეთებული?!
ნანუკა ჟორჟოლიანი: კაკო ბობოხიძეს ხალხის ცემის გარდა რა აქვს გაკეთებული?!

„კაკო ბობოხიძეს ხალხის ცემის გარდა რა აქვს გაკეთებული?!" - ამ კომენტარით ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აკაკი ბობოხიძის მიერ ნიკა მელიას მისამართით ნათქვამ ფრაზას ეხმაურება.

სიტყვიერი შელაპარაკება დღეს, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის სწორედ ნიკა მელიას, კაკო ბობოხიძესა და სერგო რატიანს შორის იმ სხდომის გადადების შემდეგ მოხდა, რომელზეც ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ. 

„კაკო ბობოხიძეს უთქვამს ნიკა მელიასთვის , ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში აგური არ დაგიდევსო და შემახსენეთ რა, კაკოს ხალხის ცემის გარდა რა აქვს გაკეთებული?!:)"- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. 

ნიკა მელიამ თანაპარტიელებს ივანიშვილთან შეკრულები უწოდა და ნაციონალური მოძრაობიდან გაქცევაში დაადანაშაულა, ხოლო სერგო რატიანმა მიმდინარე დაპირისპირებაში სრული პასუხისმგებლობა ე.წ. საორგანიზაციო ექვსეულს დააკისრა. 

ფრაქციის დღევანდელი სხდომა გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო, რომელიც სერგო რატიანის ინფორმაციით, გუშინ მიხეილ სააკაშვილს ესეუბრა. 

ბობოხიძე: ჩვენი უტვინობითა და ერთთვიანი შეუთანხმებლობით, რომელშიც ყველაზე დიდი წვლილი სააკაშვილს მიუძღვის, ივანიშვილის ოცნება ხდება
სერგო რატიანი: გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა" 
„ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ უჯერებ ბოკერიას"- ნიკა მელია სერგო რატიანს 



 

Propellerads
loading...