სამართალი
„როცა პირი აღიარებითი ჩვენებით, საკუთარი ნებით ცხადდება პოლიციაში, დაკავების საფუძველი მინიმუმამდე დადის"- მანანა კობახიძე გვარამიას ცემის ფაქტს ეხმაურება
„როცა პირი აღიარებითი ჩვენებით, საკუთარი ნებით ცხადდება პოლიციაში, დაკავების საფუძველი მინიმუმამდე დადის"- მანანა კობახიძე გვარამიას ცემის ფაქტს ეხმაურება

„როცა პირი აღიარებითი ჩვენებით, საკუთარი ნებით ცხადდება პოლიციაში, დაკავების საფუძველი მინიმუმამდე დადის" - ამ კომენტარით „ქართული ოცნების" დეპუტატი მანანა კობახიძე ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს ეხმაურება. 

მისი თქმით, პროკურატურამ და სასამართლომ აღნიშნულ საქმეში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძის მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ უნდა გამოიყენოს. 

„სამწუხაროა, რაც მოხდა! ორმაგად სამწუხარო, რადგან, თურმე ადამიანმა სწორედ ამ დღეს მამა დაკრძალა და ასეთ დროს მტერსაც კი თანავუგრძნობთ ხოლმე! არცერთ შემთხვევაში, ძალადობას გამართლება არა აქვს, ეს დანაშაულია და დასჯადია! ჩვენ ნუ დავემსგავსებით მათ, ვისაც უსამართლობის გამო ვებრძოდით და ვინც, საზოგადოებამ სწორედ, ადამიანებზე ძალადობის და უსაზღვრო ცინიზმის გამო ჩამოაშორა ხელისუფლებას! კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის! აი, "ფეხქვეშ მიწის წვის" მუქარით კი, სამწუხაროდ, თავადვე, ისევ იმ დროს ახსენებენ საზოგადოებას, მართლა მიწა რომ იწვოდა ათასობით დაპატიმრებული, ნაწამები, დასახიჩრებული, გაუბედურებული ადამიანის და მათი ოჯახის წევრების ფეხქვეშ, რაც არამგონია მართებული იყოს და ხელს ნამდვილად არ უწყობს ამ მძიმე წარსულის დავიწყებას თუ პატიებას!


p.s როცა პირი აღიარებითი ჩვენებით, საკუთარი ნებით ცხადდება პოლიციაში, დაკავების საფუძველი მინიმუმამდე დადის, იმედი მაქვს, პროკურატურაც და სასამართლოც სამართლიანად მიუდგება საკითხს და გამოიყენებს უფრო მსუბუქ ზომას და არა პატიმრობას!!!"- წერს მანანა კობახიძე. 




 

Propellerads
loading...
loading...