ak.ge
საზოგადოება
„იმათი ვირთხების წარმომადგენელი მეკვლედ აქაურ ვირთხებს ესტუმრა და კატეგორიულად მოითხოვა გიგი უგულავას გათავისუფლება პარტიაში ბალანსის აღსადგენად”
„იმათი ვირთხების წარმომადგენელი მეკვლედ აქაურ ვირთხებს ესტუმრა და კატეგორიულად მოითხოვა გიგი უგულავას გათავისუფლება პარტიაში ბალანსის აღსადგენად”

„საზოგადოებას ცხვირწინ „ვიზა-ნატოს სტაფილო“ დაუკიდეს და საახალწლო სურვილები გაურკვეველი ვადით გადაუდეს!“- ლაშა ამირეჯიბი ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

„გემახსოვრებათ, მოლა ნასრედინმა ვირს ცხვირწინ როგორ ჩამოუკიდა სტაფილო და მის დევნაში როგორ არბენინა საცოდავი პირუტყვი. ჰოდა, ჩაანაცვლეთ პერსონაჟები: სტრატეგიული პარტნიორი და მოკუნტრუშე პირუტყვად ქცეული საზოგადოება. მაკკეინი ძალიან შორსაა აღმოსავლური სიბრძნეებისაგან, ამიტომ მან ძველებურად, ჩვეულებრივად, სტრატეგიულად და ძალიან მარტივად თავზე გვიქნა. აქაოდა, რყევა დაიწყო ნაც-მოძრაობაში, ვირთხები გემიდან გარბიან, პარტია ინგრევა!.. ამერიკელი პატრონები, მაკკეინის თამადობით, პანიკაში არიან: მათ მიერ მართული და ყველაფერზე ხელის მომწერი პარტია თვალდახელშუა ინგრევა. ამ დროს თეთრ სახლში მომთხოვნი რეალისტი ტრამპი და ხარჯვა-შედეგის ბალანს ითხოვს! გამოსავალიც უმალ იპოვნეს. იმათი ვირთხების წარმომადგენელი მეკვლედ აქაურ ვირთხებს ესტუმრა და კატეგორიულად მოითხოვა გიგი უგულავას გათავისუფლება პარტიაში ბალანსის აღსადგენად. უმალ ამუშავდა ზედამოუკიდებელი სასამართლო, აქეთ ექსმერმა რაღაცეები აღიარა, იქით თავისუფალმა მედიამ პოლიტპატიმრობის სტატუსი მოუხსნა, საზოგადოებას ცხვირწინ „ვიზა-ნატოს სტაფილო“ დაუკიდეს და საახალწლო სურვილები გაურკვეველი ვადით გადაგვიდეს! ეგეც შენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა... სავარაუდოდ მომავალში სრული ბალანსისთვის და პარტიის კვლავ ასაღორძინებლად ვანო მერაბიშვილსაც გაათავისუფლებს ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც, სამწუხაროდ, კვლავ უცხო ქვეყნის უსახური, სისხლიანი პოლიტიკოსები მართავენ...

ახლა იმათ მივმართავ ვინც ნაცების მობრუნების სუნს უკვე გრძნობს. დროა, ერთად დავდგეთ! თუ საჭირო გახდა, ჩვენი სისხლიც ვაგემოთ.. დამიჯერეთ, ნაცები სულ მალე მობრუნდებიან, უფრო სწორად, მოაბრუნებენ და მათ ლიდერსაც ჩამოიყვანენ და ცხვირ წინ უკვე არა სტაფილოს, არამედ სისხლიან ცელს მოგვიღერებენ! მათი დაბრუნების ჭორები საფუძველს არაა მოკლებული. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ამ ჭორს გვიქცევენ სინამდვილედ. ასევე დარწმუნებული გახლავართ იმაში, რომ უწმინდესის ირგვლივ რაც ხდება, ესეც, გარკვეულწილად, ამ პროექტის ნაწილი უნდა იყოს. უწმინდესის დასუსტება ერის ფეხქვეშ წაგდების ტოლფასია, რასაც ნაცები და მათი პატრონები დღესაც ოცნებობენ!!!“- წერს ლაშა ამირეჯიბი. 


 

Propellerads
loading...