სამართალი
რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, რის შემდეგაც პროკურატურა საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. 

გამოძიება რატი გაჩეჩილაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის დარღვევაში სდებს ბრალს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გაჩეჩილაძის ადვოკატის თქმით, დაკავებული გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ დაპირისპირების პროვოცირება ნიკა  გვარმიამ და მისმა მეგობრებმა მოახდინეს. 




 

Propellerads
loading...
loading...