ak.ge
საზოგადოება
„თუ ადამიანს არ გაესაუბრეთ და არ დაამუშავეთ, ასეთ ტექსტს თავისით არ დაწერს“- დავით ნემსაძე თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს
„თუ ადამიანს არ გაესაუბრეთ და არ დაამუშავეთ, ასეთ ტექსტს თავისით არ დაწერს“- დავით ნემსაძე თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს

„თუ ადამიანს არ გაესაუბრეთ და არ დაამუშავეთ, ასეთ ტექსტს ის თავისით არ დაწერს“- სამხედრო ბლოგერმა, დავით ნემსაძემ, sazogadoeba.ge-ს იმ განცხადების ტექსტი გამოუგზავნა, რომლის საფუძველზეც სამხედრო პოლიციის უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა დაკავებული პოზიციები დატოვეს. მისი თქმით, დოკუმენტი მას უწყებიდან მიაწოდეს.


„აი,  ასეთი პატაკების საფუძველზე ათავისუფლებენ სამხედრო მოსამსახურეებს. ბლანკის არსებობა მიუთითებს, რომ ეს პროცესი მასობრივი ხასიათისაა, ზემოდანაა ინიცირებული და ყველაზე მთავარი, - არის ზეწოლის შედეგი, რადგან თუ ადამიანს არ გაესაუბრეთ და არ დაამუშავეთ, ასეთ ტექსტს ის თავისით არ დაწერს. დამუშავება კი მარტივი იყო, წინა ხელისუფლების სტილში:"არ დათანხმდები კომპენსაციით წასვლას, გაზაფხულზე ტესტირებით გაგადებთ!" ტექსტი კი უტვინოების შედგენილია.

აგიხსნით:

1. რატომ წერენ ჩაჩიბაიას?

2. გენშტაბის კადრების განკარგულებაში რა უფლებით არიან თუ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან აქვთ გაფორმებული. თავდაცვის სამინისტროს კადრების განკარგულებაში უნდა იყვნენ გაყვანილები და პატაკს იმ პირზე უნდა წერდნენ, რომელმაც ხელშეკრულება გაუფორმა და დანიშნა

3. შეთავაზება უწყების მხრიდან უნდა იყოს, წერილობითი და ოფიციალური. ასეთი ბლანკებით არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს დამამცირებელი და იძულებითი ფორმაა. წინა ხელისუფლებაც ამ ფორმას მიმართავდა. უამრავი ფაქტი გაგვიგია, როცა საკუთარი ნებით ტოვებდნენ ასე ძნელად საპოვნ სამსახურს.

აი,  ამას აკეთებს დოქტორი ლევან იზორიას ძმაკაცი,  შსს აკადემიის ყოფილი პრორექტორი და დღეს უკვე იზორიას მიერ თავდაცვის სამხედრო პოლიციის უფროსად მოვლინებული დავით კარიაული.

სამხედრო პოლიციაში ადგილებს ინარჩუნებენ ფეისბუქზე უწყების ,,იმიჯის დამცველი“ მოჩატავე დედაკაცები, ვლადიმერ ჩაჩიბაიას მოგვარე სერგო ჩაჩიბაია და რამდენჯერმე ნასამართლევი კონტიგენტი.

დაიღალა ერი ამდენი ფიქტიური მეცნიერებით. ჯერ მარტო იზორიასა და ჯანჯღავას ,,მეცნიერული ღვაწლის“ შემხედვარე კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე და თავად ივანე ჯავახიშვილიც, ალბათ,  მიწაში შეშფოთდებიან. თქვენ ანგრევთ შეიარაღებულ ძალებს და ცუდად დაასრულებთ!“- წერს დავით ნემსაძე. 


 

Propellerads
loading...