პოლიტიკა
გიგი უგულავა: ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა, მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა
გიგი უგულავა: ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა, მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა

„მე გიგა ბოკერიას არ წარმოვადგენ, წარმოვადგენ ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ნიკა მელია ოდესღაც მე წარმომადგენდა."- ამ კომენტარით თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლიც ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.

ნიკა მელიას თქმით, გიგი უგულავა არაა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მომრიგებელი, არამედ თვითონაც მხარეა და ის გიგი ბოკერიას ფლანგს წარმოადგენს. 
 

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ის ნიკა მელიასთან არც დისკუსიაში და არც დაპირისპირებაში შესვლას არ აპირებს. 

„ნიკა მელიას მე გავუხსენი ამ პარტიაში გზა და სამწუხაროა, მისი ქცევები. მე მასთან არც პოლემიკაში ვაპირებ შესვლას და არც დაპირისპირებაში. პარტია არის კრიზისში. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, გაივლის, თუ ვერა და დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, შეიძლება ვთქვათ 2-5% და შესაძლოა, ეს ყოველდღიურად მცირდებოდეს. მიმდინარე მოვლენები უნდა განვითარდეს ცივილურ ფორმებში, რადგან ამ ქვეყანას იმაზე დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე დაპირისპირებაა ”ნაციონალურ მოძრაობაში”- განაცხადა გიგი უგულავამ. 
 




 

Propellerads
loading...
loading...