ak.ge
Facebook-სტატუსები
„ბევრი იხსენებს წინა ხელისუფლების დროს მათ მიერ ჩადენილ ძალადობას და ამით დღეს ჩადენილ ძალადობას ამართლებს”
„ბევრი იხსენებს წინა ხელისუფლების დროს მათ მიერ ჩადენილ ძალადობას და ამით დღეს ჩადენილ ძალადობას ამართლებს”

ბევრი იხსენებს წინა ხელისუფლების დროს მათ მიერ ჩადენილ ძალადობას და ამით დღეს ჩადენილ ძალადობას ამართლებს, - „მედია ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ჭითანავა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმას ეხმიანება.

„უკვე მერამდენე დღეა, ვკითხულობ "რუსთავი 2"-ის გენდირექტორზე Nika Gvaramia თავდასხმის შესახებ კომენტარებს. უკვე მერამდენედ ვრწმუნდები, რომ ჩვენ ღირებულებებზე ვერ ჩამოვყალიბდით. უკვე მერამდენედ ვხედავ, რომ საზოგადოების ნაწილი ზოგადად ძალადობას კი არ გმობს, ვისზეც არ უნდა იყოს განხორციელებული, არამედ ეპიზოდურად მისთვის მისაღებ პერსონებზე განხორციელების შემთხვევაში გმობს. ბევრი იხსენებს წინა ხელისუფლების დროს მათ მიერ ჩადენილ ძალადობას და ამით ამართლებს დღეს ჩადენილ ძალადობას. ეს მაშინ ხდება, როდესაც ვამბობთ, რომ სწრაფვა უკეთესობისკენ გვაქვს, დღეს უფრო განვითარებული ვართ და ხვალ უკეთესები უნდა გავხდეთ. არ არის ეგრე, ხალხნო, ძალადობა უნდა იყოს მყისიერად დაგმობილი, არ აქვს მნიშვნელობა, ვის მიმართ განხორციელდა. ნუ თუ ამ ელემენტარულზეც ვერ ვთანხმდებით და ვეძებთ რაღაც სულელურ არგუმენტებს!? დავგმოთ და გავაპროტესტოთ განურჩევლად ყველა შემთხვევა ძალადობის და არა ეპიზოდურად და გარჩეულად!!!“ - წერს ჭითანავა.