ak.ge
საზოგადოება
ლადო სადღობელაშვილი: სააღდგომოდ მერაბიშვილს გარეთ ვიხილავთ!
ლადო სადღობელაშვილი: სააღდგომოდ მერაბიშვილს გარეთ ვიხილავთ!

„ეს უჩვეულო დამთხვევები საქართველოსთვის საშიშ ეჭვს მიჩენს!!!”- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ლადო სადღობელაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის,  ვანო მერაბიშვილის  სააღდგომოდ გათავისუფლებას ვარაუდობს.

"ალბათ, ეს საქმე გადაისინჯება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო შესაბამის რეგირებას მოახდენს. მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში." - კოღუაშვილის ეს განცხადება 2016 წლის მაისში არის მტკიცებულება იმისა,  რომ ყველაფერი,  რაც მოხდა,  ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულია.

 და კიდევ უფრო უარესი განცხადება მან მერაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა!!!


"მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ. ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს. დიდი შეცდომა დაუშვა მერაბიშვილმა, როგორც მინისტრმა, რომ არ გაემიჯნა ამ თემას და არ აღასრულა ის, რაც მასზე იყო დამოკიდებული. როგორც მინიმუმ, უნდა გადამდგარიყო. დღეს ის თავისუფლებას შეინარჩუნებდა, დარწმუნებული ვარ. ბრალდების ეს მხარეები შეიძლება გადაისინჯოს. ვინც ყველაზე მეტად იყო დასაჭერი, მან ქვეყანა დატოვა"


სწორედ ეს უჩვეულო დამთხვევები საქართველოსთვის საშიშ ეჭვს მიჩენს!!! ეჭვს იმისა,  რომ სააღდგომოდ მერაბიშვილს გარეთ ვიხილავთ!“- წერს ლადო სადღობელაშვილი. 

 


 

Propellerads
loading...