პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: იცოდეთ, "ქართული ოცნების" მაღალ იდეალებს და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს ნუ უღალატებთ, თორემ მაკკეინი ჩამოვა ახალ წელს
ირმა ინაშვილი: იცოდეთ, "ქართული ოცნების" მაღალ იდეალებს და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს ნუ უღალატებთ, თორემ მაკკეინი ჩამოვა ახალ წელს

„იცოდეთ, "ქართული ოცნების" მაღალ იდეალებს და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს ნუ უღალატებთ, თორემ მაკკეინი ჩამოვა ახალ წელს“ - საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ფრაქცია „პატრიოტების“ წევრი, ირმა ინაშვილი „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან დამოკიდებულებას აფასებს.

"ქართული ოცნება" 2012- ჩვენ მოვალთ და ყველა დამნაშავე დაისჯება!

"ქართული ოცნება" 2013, 2014, 2015- კოჰაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალა! დავივიწყოთ წარსული! ვაპატიოთ დამნაშავეებს! მითუმეტეს, მათ ამ დანაშაულს არ (ვერ) ვუმტკიცებთ.

"ქართული ოცნება" 2016- თითქოსდა 500 000 ხმა საჩუქრად ნაცმოძრაობას!

"ქართული ოცნება" 2017- ჩვენ ის (ნაცმოძრაობა) დავშალეთ, მაგრამ გადავარჩინეთ. ბოკერიას და რაფინირებულ ბაქრაძეს სულ სხვა პარტიის ლიდერებად იხილავთ. უგულავასაც შეუნდეთ. ბოლოს და ბოლოს ციხეში ხომ იჯდა?! მთავარია, გაქრეს სახელწოდება "ნაციონალური მოძრაობა", დარჩენს შეეგუებით. მოგწყინდებათ და გაჩუმდებით.

"ქართული ოცნება" 2017- თქვენ, ანუ ქართველი ხალხი ვერ ხვდებით, რაოდენ ეფექტურია ჩვენი სტრატეგია?! თქვენ, ანუ ქართველი ხალხი არ აფასებთ ჩვენს ძალისხმევას,- დავშალოთ "ნაციონალური მოძრაობა" და დაგიტოვოთ ბოკერია-უგულავა?! თქვენ, ქართველ ხალხს, თურმე... გაბრაზებაც გცოდნიათ?! ...

P.S. "ქართული ოცნება"- ქართველ ხალხს: სანამ გაბრაზდებით, კატეგორიულად გაფრთხილებთ. თუ რომელიმე რესტორანში გადაეყრებით ნაციონალური მოძრაობის ამა თუ იმ ლიდერს და გაგახსენდებათ ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, სანდრო გირგვლიანი, 7 ნოემბერი, 26 მაისი, 6 მაისი, ციხეები, ნაწამები პატიმრები და ა.შ. ამ ლიდერს... აი, ამ ლიდერს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს! იცოდეთ, "ქართული ოცნების" მაღალ იდეალებს და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებს ნუ უღალატებთ, თორემ მაკკეინი ჩამოვა ახალ წელს.“- წერს ირმა ინაშვილი. 

loading...