სამართალი
პროკურორი: მაია რჩეულიშვილმა ყველანაირი სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი თქვა
პროკურორი: მაია რჩეულიშვილმა ყველანაირი სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი თქვა

მაია რჩეულიშვილმა ყველანაირი სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი თქვა, - აღნიშნულის შესახებ პროკურორმა, დავით გუმბერიძემ „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მაია რჩეულიშვილმა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარი განაცხადა და შესაბამისად  ბრალდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ სამედიცინო დაწესებულებამ გადაწყვეტილება მიიღო. 

„ჩვენ ვამბობთ, რომ დაცვისა და ბრალდებულის მხრიდან ადგილი აქვს სასამართლოში გამოცხადების თავის არიდებას. ამით ცდილობენ პროცესი გაჭიანურდეს. შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ პროცესი დაინიშნოს 12 იანვარს და ამ მიზეზით კიდევ არ მოხდეს სასამართლო პროცესების გაჭიანურება, რათა დასრულდეს საქმის დროულად განხილვა“, - განაცხადა გუმბერიძემ. 

როგორც პროკურორმა აღნიშნა, 12 იანვრის დანიშნულ სასამართლო პროცესზე როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეები წარმოადგენენ ბრალდებულის პოზიციას სასამართლო განხილვებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და თუ კიდევ იქნება დაყენებული შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ პროცესის გადადებაზე, სახელმწიფო ბრალდება ჩათვლის, რომ ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურებას და შესაბამისად, მოითხოვს, რომ სასამართლო განხილვები ბრალდებულის დაუსწრებლად გაგრძელდეს. 
 

loading...