საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ გორში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო
დევნილთა სამინისტრომ გორში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გორში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო. 

გორში, 480 დევნილი ოჯახისთვის, 8 ათსართულიანი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დასრულდება. 

ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შეუძლიათ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს და ასევე იმ ოჯახებს, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში იყვნენ რეგისტრირებულები და რეგისტრაციის ადგილი 2013 წლის 1 ივნისის შემდეგ შეიცვალეს. 

განაცხადები მიიღება 2017 წლის პირველ მარტამდე შემდეგ მისამართებზე: 

• თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი; 
• გორი, შმაგის ქ. N1; 
• ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6; 
• ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N27.

loading...