ak.ge
პოლიტიკა
ეკა კვესიტაძე: ივანიშვილი “ნაცმოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების უკიდურესად გასამწვავებლად ყველა მეთოდს გამოიყენებს
ეკა კვესიტაძე: ივანიშვილი “ნაცმოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების უკიდურესად გასამწვავებლად ყველა მეთოდს გამოიყენებს

ივანიშვილი “ნაცმოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების უკიდურესად გასამწვავებლად ყველა მეთოდს გამოიყენებს, - ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ კრიზისში ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.

„ნაციონალური მოძრაობის დაშლა ივანიშვილის ყველაზე სანუკვარი ოცნება იყო. როცა მისი ოცნების ასრულება დაიწყო, ბუნებრივია, ის ყველა მეთოდს გამოიყენებს, პარტიაში არსებული დაპირისპირება უკიდურესად გაამწვავოს. ამიტომ შეარჩია სწორი დრო (ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე), უგულავას გამოსაშვებად, რომლის გათავისუფლება უახლოეს მომავალში, ჩემი აზრით, გარდაუვალი იყო. ამიტომ შეარჩევს სწორ დროს მელიას წინააღმდეგ სასამართლოს პროცესის ჩასანიშნად. არ არის გამორიცხული პარტიის სხვა წევრებსაც შეუქმნას პრობლემები და დაკითხვები თუ სასამართლო პროცესები ახალი ძალით განაახლოს. ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ ივანიშვილის ეს თამაში ერთადერთ მიზანს ისახავს - ნაციონალური მოძრაობის ორ ჯგუფს შორის მასთან დადებულ გარიგებებზე ურთიერთბრალდებებმა პიკს მიაღწიოს და ისე გადაეკიდონ ერთმანეთს, რომ მომავალში მათი თანამშრომლობა გამოირიცხოს. მართლა ძალიან მარტივი სცენარია და ნურც ერთი მხარის წარმოამდგენლები ნუ გახდებით ამ თამაშის უნებური მონაწილეები - თორემ განსაკუთრებულად აქტიურებს მილიარდელი დაგაწინაურებთ და ფლეიოფში გათამაშებთ,“ - წერს კვესიტაძე.
 


 

 

Propellerads
loading...