ak.ge
საზოგადოება
„3 წლის წინ შეგეძლო პარლამენტარი 300 ლარის სანაცვლოდ გეცემა, ახლა 5000-ლარიანი გირაოა გენერალური დირექტორის ცემისთვის“
„3 წლის წინ შეგეძლო პარლამენტარი 300 ლარის სანაცვლოდ გეცემა, ახლა 5000-ლარიანი გირაოა გენერალური დირექტორის ცემისთვის“

3 წლის წინ შეგეძლო პარლამენტარი 300 ლარის სანაცვლოდ გეცემა, ახლა 5000-ლარიანი გირაოა გენერალური დირექტორის ცემისთვის, - საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავჯდომარე ფადი ასლი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებული რატი გაჩეჩილაძის 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმიანება.

„ინფლაცია საქართველოში  გიჟური ტემპებით იმატებს. 3 წლის წინ შეგეძლო პარლამენტარი 300 ლარის სანაცვლოდ გეცემა, ახლა 5000-ლარიანი გირაოა გენერალური დირექტორის ცემისთვის!

როგორ მოიქცნენ ღარიბები?“ - წერს ფადი ასლი.


 

Propellerads
loading...