ეკონომიკა
მთავრობა დღეს „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ წინადადებებს განიხილავს
მთავრობა დღეს „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ წინადადებებს განიხილავს

საქართველოს მთავრობა დღეს „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ წინადადებებს განიხილავს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობის მიერ ამ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სხდომის შემდეგ განმარტებას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გააკეთებს.

კახა კალაძე დღეს დაბრუნდა მინსკიდან, სადაც „გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკებები გაიმართა.




 

Propellerads
loading...