საზოგადოება
არჩილ გამზარდია: ეჭვი მიჩნდება, რომ კვირიკაშვილს ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" არ აღიარებს
არჩილ გამზარდია: ეჭვი მიჩნდება, რომ კვირიკაშვილს ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" არ აღიარებს

„ეჭვი მიჩნდება, რომ კვირიკაშვილს ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" არ აღიარებს“- საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია საქართველოს პრემიერმინისტრს საინფორმაციო პოლიტიკას უწუნებს.

„როდესაც ვუყურებ,  ზოგჯერ პრემიერი რა თემებზე აკეთებს განცხადებას, გარდა მის მიმართ საბოტაჟისა, რაზეც დიდი ხანია ვლაპარაკობ, ეჭვი მიჩნდება, რომ კვირიკაშვილს ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" არ აღიარებს და იძულებულია განცხადებები მხოლოდ თავად აკეთოს, ნაცვლად მთელი რიგი გადანაწილებისა.

ბატონო პრემიერო, მე არ ვიცი, თქვენ ვინ გყავთ მრჩევლებად, მაგრამ თქვენს წინააღმდეგ რომ მოქმედებენ, ამის მიხვედრა არც ისე ძნელია; თქვენ იმავე შეცდომებს უშვებთ, რასაც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი უშვებდა. შემდეგ ივანიშვილიც, თუმცა ივანიშვილი სახელისუფლო იერარქი აღარ იყო და შედარებით უვნებელი იყო ზიანი, მხოლოდ იმიჯის დონეზე - ეს შეცდომა ყველა განცხადების საკუთარ თავზე აღებაა.

არსებობს განცხადებებით მთელი წყება, რომელიც პრემიერმა არ უნდა გააკეთოს, ამისთვის არსებობენ მთავრობის სხვა წევრები, ამისთვის არსებობენ დეპუტატები, ამისთვის არსებობს პარტია და ა.შ.

თუმცა, ფაქტია, რომ ბატონი პრემიერი მთავრობაშიც განმარტოებულად მოჩანს, პარლამენტის სახელისუფლებო წარმომადგენლობაზე პარტიის ლიდერ კვირიკაშვილს არანაირი გავლენა არ აქვს, ხოლო პარტია "ქართული ოცნება" კი მიჩქმალულია.

კვლავ შეცდომებს უშვებთ, ბატონო პრემიერო. მეტი სიფხიზლისკენ მოგიწოდებდით. არჩევნებამდე თქვენი განცხადებები არაადეკვატური არ ყოფილა, არჩევნების შემდეგ კი თქვენი განცხადებების არაადეკვატურობამ მკვეთრად მოიმატა და ამის მოდერატორები თქვენს გარშემო უნდა ეძებოთ, ეს თქვენიი საბოტაჟის პროცესია, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ შეგიწიროთ.“- წერს არჩილ გამზარდია. 

loading...