პოლიტიკა
საქართველო გაზპრომთან 2 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს
საქართველო გაზპრომთან 2 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს

საქართველო გაზპრომთან რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით 2 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგ განაცხადა. 

კალაძის განმარტებით,  2017 წელს საქართველო გაზის გატარების სანაცვლოდ ნაწილობრივ ნედლეულსა და ნაწილობრივ გარკვეულ თანხას მიიღებს. 2018 წლიდან კი მაგისტრალური გაზსადენით გატარებული გაზის ნაცვლად ქვეყანა სრულად ფინანსური ანაზღაურების ფორმაზე გადავა.

„რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით „გაზპრომ ექსპორტისგან“, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ოპტიმალური წინადადების მიღება. იმსჯელა ამ წინადადებაზე და მიიღო ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება.ამ ხელშეკრულებით, მე ამას ხაზი მინდა გავუსვა, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც გულისხმობს ნედლეულით ანაზღაურების ნაცვლად, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას. რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენ დაახლოებით ვიღებთ იმავე შედეგს, რაც ნედლეულით ანაზღაურების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი ეს მოლაპარაკებები. საჭიროების შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება იმის აუცილებლობა, რომ წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები, რადგან, თქვენ იცით, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება იზრდება, ფასი 215 დოლარის ნაცვლად იქნება 185 დოლარი,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 
 




 

Propellerads
loading...
loading...