საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრომ შრომითი უსაფრთხოების დარღვევის ფაქტები გამოავლინა
ჯანდაცვის სამინისტრომ შრომითი უსაფრთხოების დარღვევის ფაქტები გამოავლინა

ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, შრომითი უსაფრთხოების დარღვევის ფაქტები გამოავლინა.

დღეს უწყებაში 2 წლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც 2016 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება 86 კომპანიის 176 ობიექტზე განხორციელდა. რომლებიც იყოფიან შემდეგ სფეროებად: ნავთობ გადამუშავება, სამედიცინო, სამშენებლო, ტურიზმი, დისტრიბუცია, ტექსტილის, საიუველირო, კვების, სატრანსპორტო, სამთო, მძიმე და მსუბუქ მრეწველობად.

იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით, 99 კომპანია შემოწმდა. შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნების არსებობის გამო ერთი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, შრომის ინსპექტორებმა 7 უბედური შემთხვევა გამოიკვლიეს.

 შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ინსპექტირებამ მოიცვა როგორც თბილისი ასევე რეგიონები.(იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი შიდა და ქვემო ქართლი რეგიონებში - 80 - მდე ობიექტი)

176 ობიექტზე შემოწმების შედეგად გამოვლინდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობის - 155, ელექტრო უსაფრთხოების გაუმართაობის - 80, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობის - 63, კოლექტიური დაცვის სისტემის გაუმართაობის - 14, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობის - 17, მიკროკლიმატის დაუცველობის - 70, მომეტებული საწარმო ხმაურის - 18, მომეტებული მტვრიანობის - 11 და სხვა.

2015 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ივლისამდე რემონიტორინგი ჩატარდა 157 ობიექტზე. მნიშვნელოვნად გამოსწორდა კომპანიებში ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტროსისტემები, გაუმჯობესდა კოლექტიური დაცვის საშუალებები, დასაქმებულებს მიეწოდათ ინდ. დაცვის საშუალებები, მოწესრიგდა ერგონომიული პრობლემები

2017 წლის გეგმის ფარგლებში მომზადდა კანონპროექტი "შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ", რომელიც უახლოეს პერიოდში გადაეცემა ეკონომიკის სამინისტროს შემდეგ კი პარლამენტს.
 




 

Propellerads
loading...