საზოგადოება
„თურქი იქნება, თუ ჩინელი, უნდა იგრძნოს, რომ საქართველოში ჯერ არის ქართველი და შემდეგ მოდიან სხვები, მაგრამ ჩვენ, ვითომ სტუმართმოყვარე ერი, ყოველთვის ვაკნინებდით საკუთარ ხალხს”
„თურქი იქნება, თუ ჩინელი, უნდა იგრძნოს, რომ საქართველოში ჯერ არის ქართველი და შემდეგ მოდიან სხვები, მაგრამ ჩვენ, ვითომ სტუმართმოყვარე ერი,  ყოველთვის ვაკნინებდით საკუთარ ხალხს”

„თურქი იქნება, თუ ჩინელი, უნდა იგრძნოს, რომ საქართველოში ჯერ არის ქართველი და შემდეგ მოდიან სხვები, მაგრამ ჩვენ, ვითომ სტუმართმოყვარე ერი,  ყოველთვის ვაკნინებდით საკუთარ ხალხს, საკუთარ ინტერესებს” - ვგფ-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი ლატარია საქართველოს პრემიერმინიტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს.

„ბატონო პრემიერო, თქვენი გამოსვლით განა დაიცავით ქართველი მამაკაცები, არამედ დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენეთ. სულაც არ ვგრძნობ მე პირადად თავს დისკრიმინირებულად, რადგან ჩემს ქვეყანაში ყოველთვის შევდიოდი იქ, სადაც მინდოდა. ის, რაც თქვენ იგულისხმეთ, იქ თუ ვინმეს არ უშვებენ მფლობელები, ეგ ხელისუფლების მოსაგვარებელი იყო დიდი ხანია, მაგრამ ამას არ სჭირდებოდა საჯარო განხილვები. სახელმწიფო ვალდებულია,  დაიცვას თავისი ხალხის ინტერესები, მაგრამ დამცირებისა და მეორეხარისხოვნად გადაყვანის გარეშე. თურქი იქნება, თუ ჩინელი, მათ უნდა იგრძნონ, რომ საქართველოში ჯერ არის ქართველი და შემდეგ - სხვანი, მაგრამ ჩვენთან ყოველთვის ,,ვითომ სტუმართმოყვარე" ერი, საკმაოდ ვაკნინებდით საკუთარ ხალხს, საკუთარ ინტერესებს.

ნამდვილად არ ვთვლი, რომ თურქულ კლუბებში შესვლა უნდა იყოს განხილული თქვენ მიერ, ეს ისედაც მოგვარებადია, თუ საკუთარ ერს არ მიაყენებთ შეურაცხყოფას. ჩვენ ყოველთვის გვღუპავდა ყველაფერში ზედმეტობა და ეს ზედმეტობა, ტოლერანტობაშიც გვეტყობოდა. 


ნუ შეეცდებით ქართველი კაცის დაკნინებას, თორემ იმ კლუბებში ისე შევალთ და გამოვალთ, უცხოელების დაცვა მოგიწევთ და ჩვენი დაპატიმრებაც.

ამიტომ, მიხედეთ კანონით მინიჭებულ უფლებებს და არა იმას, რომ ,,ვითომ" ჩვენ გვიცავთ და ბოლოს:

აღნიშნული კლუბებიდან, ნორმალურ და მოაზროვნე ქართველ კაცს აქით გამოყავს თუ ვინმე უნდა ისე, რომ მფლობელსაც ,,უსრულებენ".

რიგითი ქართველი კაცი - ირაკლი ლატარია”- აღნიშნულია მიმართვაში.