ak.ge
სხვადასხვა
სტალინის ხელფასი - თანამდებობრივი სარგო და არანაირი დამატებითი შემოსავალი, ანუ ის, რითაც თანამედროვე ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ დაიკვეხნიან
სტალინის ხელფასი - თანამდებობრივი სარგო და არანაირი დამატებითი შემოსავალი,  ანუ ის, რითაც თანამედროვე ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ დაიკვეხნიან

სტალინი - ადამიანი, პერსონა, რომელზეც თითქოს უკვე ყველაფერი დაწერილ-გადაწერილია და რომელზეც ახლის გაგება თითქოს  შეუძლებელიც კია, მაგრამ...  არსებობს რამდენიმე საყოფაცხოვრებო წვრილმანი, რომელიც, როგორც ჩანს,  მკვლევარების, ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი „წვრილმანი“ მისი ხელფასია.

როგორც აღმოჩნდა, 1952 წელს სტალინის თანამდებობრივი სარგო თვეში 10 ათას საბჭოთა მანეთს (რუბლს) შეადგენდა. ამ თანხიდან ამხანაგი სტალინი პარტიული შენატანებიც შეჰქონდა და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ოფიციალური ხელფასის გარდა, მას არანაირი დამატებითი შემოსავალი არ ჰქონდა - არც ნავთობკომპანიების აქციების მფლობელი გახლდათ, არც უცხო ქვეყნების ბანკებში ჰქონდა შენახული დანაზოგი, არც წილში ეჯდა ვინმეს და არც სხვა შემოსავლის წყარო უძებნია არანაირად.  

იხ. პარტიული ბილეთი

 

საინტერესოა, რა იყო პროდუქტების და ნივთების ღირებულება 1947/1953 წლებში.

 

თეთრი პური და პურპროდუქტები (1 კგ)  5,5 რუბლი/ 3 რუბლი ღირდა;

შავი პური - 1 რუბლი/1 რუბლი

ხორცი (საქონლის) - 30 რუბლი/12,5 რუბლი

თევზი - 12 რუბლი / 7, 1 რუბლი

რძე (1 ლ) -3 რუბლი / 2, 24 რუბლი

კარაქი -  64 რუბლი / 27, 8 რუბლი

კვერცხი (10 ც) -12 რუბლი / 8, 35 რუბლი

შაქარი - 15 რუბლი / 9, 4 რუბლი

ზეთი - 30 რუბლი / 17 რუბლი

არაყი - 60 რუბლი / 22, 8 რუბლი

ლუდი (0, 6 ლ) - 5 რუბლი / 2, 96 რუბლი

კრაბი (1 ქილა) - 20 რუბლი / 4, 3 რუბლი

ავტომობილი „პობედა“ - … — / 16000 რუბლი

ავტომობილი „მოსკვიჩი“ - … — / 9000 რუბლი

ფეხსაცმელი  - 260 რუბლი / 188, 5 რუბლი

 

სამომხმარებლო კალათა  - 1130 რუბლი / 510 რუბლი

 

ამ პერიოდში, ანუ 1953 წელს მუშა-მოსამსახურეთა  ხელფასი 800-დან 30000 რუბლს შეადგენდა, მეშახტეები და მეტალურები 8000 რუბლს გამოიმუშავებდნენ, ახალგაზრდა სპეციალისტი-ინჟინერი 900-1000 რუბლს ღებულობდა, ხოლო უფროსი ინჟინერი 1200-1300 რუბლის სამუშაოს ასრულებდნენ.

რაიკომის მდივანს ხელფასი 1500 რუბლი ჰქონდა, მინისტრის სახელფასო განაკვეთი  5000 რუბლს არ აღემატებოდა, ხოლო პროფესორების და აკადემიკოსების ანაზღაურება ხშირად  10000 რუბლზე მეტი გახლდათ.


 

Propellerads
loading...