პოლიტიკა
მარიამ ჯაში: პრემიერმა ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხეზე
მარიამ ჯაში: პრემიერმა ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხეზე

„არსებობს არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საფრთხე და პრემიერმა ყურადღება ამ საფრთხის პრევენციისა და აღმოფხვრის აუცილებლობაზე გაამახვილა" - ამ კომენტარით საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გიორგი კვირიკაშვილის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

მარიამ ჯაშის თქმით, ის მზადაა აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობის პროცესში თავადაც ჩაერთოს. 

„პრემიერმა მიანიშნა კონკრეტულ ფაქტებზე, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევას, გენდერული და ეთნიკური ნიშნით. დიახ, ეს არის კანონდარღვევა და სწორედ ამ პრობლემაში გარკვევა დაევალათ შესაბამის უწყებებს. რამდენადაც აღნიშნული საფრთხეები უკავშირდება არასრულწლოვანთა - მოსწავლეებისა და სტუდენდების უფლებების დარღვევას და ამასთან წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით რისკებს, მზად ვარ ჩავერთო ამ პრობლემაზე მუშაობის პროცესში”, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა არასრულწლოვანთა პროსტიტუციის პრობლემებზე ისაუბრა. მან შინაგან საქმეთა მინისტრს „ვარდების მოედნის" ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში არსებული სიტუაციის შესწავლა დაავალა. 


„ყველანაირი რეიდებისა და ძალადობრივი ქმედებების გარეშე, ეს პრობლემა უმოკლეს პერიოდში მოგვარდეს" - პრემიერმა შსს მინისტრს ღამის კლუბებში არსებული დისკრიმინაციული მიდგომის შესწავლა დაავალა 

პრემიერი: არასწორი ინტერპრეტირებაა, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები ღამის კლუბებში შეუშვან 




 

Propellerads
loading...
loading...