სამართალი
საბურთალოს ქუჩაზე დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
საბურთალოს ქუჩაზე დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რეპუბლიკური საავადმყოფოს ცნობით, პოლიციელს სააავადმყოფოში შეყვანისას დაზიანებები აღენიშნებოდა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წუხელ, პოლიციის თანამშრომელი საბურთალოს ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც  სამი მოქალაქე დაინახა. ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი მდაცვისკენ მოუწოდა, რამაც აღნიშნულ სამ მოქალაქეში აგრესია გამოიწვია. მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს. 


 

Propellerads
loading...