Facebook-სტატუსები
"გაზპრომი" სომხეთში მიმავალი ბუნებრივი აირისთვის საქართველოს 37 მილიონ დოლარს უხდიდა, ახალი შეთანხმებით კი 57,46 მილიონ დოლარს გადაუხდის"
"გაზპრომი" სომხეთში მიმავალი ბუნებრივი აირისთვის საქართველოს 37 მილიონ დოლარს უხდიდა, ახალი შეთანხმებით კი 57,46 მილიონ დოლარს გადაუხდის"

"გაზპრომი" სომხეთში მიმავალი ბუნებრივი აირისთვის საქართველოს 37 მილიონ დოლარს უხდიდა, ახალი შეთანხმებით კი 57,46 მილიონ დოლარს გადაუხდის, - პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი გოგავა საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის დადებულ ახალ შეთანხმებას ეხმიანება.

“საქართველო 15 წელია "გაზპრომისგან" სომხეთში მიმავალი ბუნებრივი აირის 10%-ს იტოვებდა ტრანზიტის საფასურად. სომხეთის ყოველწლიურად 2 მილიარდ კუბურ მეტრს ბუნებრივ აირს მოიხმარს ანუ ყოველ წელს 0,2 მილიარდი კუბური მეტრი საქართველოს რჩებოდა, რომლის საბაზრო ღირებულება გაზპრომის მიერ მოცემული დღევანდელი ფასით ($185 - 1000 კუბური მეტრი) არის $37 მილიონი.

მთავრობა დაეთანხმა "გაზპრომს" 10% ბუნებრივი აირის ნაცვლად ტრანზიტის გადასახადი ევროპული ტარიფების შესაბამისად ფულით მიიღოს. ევროპაში 100 კმ-ზე ათასი კუბური მეტრი აირის ტრანზიტის ტარიფებია: დანია $13; უნგრეთი $11.1; საფრანგეთი $9.32; ბელარუსი $8; უკრაინა $7.91; "ჩრდილოეთის ნაკადი" $2.

მთავრობა არ ასახელებს ტრანზიტის ღირებულებას, რაზეც შეუთანხმდა "გაზპრომს". დავუშვათ, მთავრობა შეუთანხმდა "გაზპრომს" ისეთ საფასურზე, როგორც ეს დანიაშია. თუ ჩავთვლით, რომ საფასური იქნება $13 ათასი კუბური მეტრის 100 კმ-ზე ტრანზიტისთვის, გამოდის, რომ ქართული მხარე მიიღებს $57,46 მილიონ დოლარს, რადგან ტრანსკავკასიური გაზსადენის ქართული მონაკვეთი 221 კმ-ია. ($13X2.21X2,000,000) ვიღებდით $37 მილიონის აირს, მივიღებთ $57,46 მილიონს. თუ "უკრაინული ტარიფით" შეთანხმდნენ ($7.91), მაშინ მივიღებთ $35 მილიონს.

დაველოდოთ ტრანზიტის რა საფასურს გაახმოვანებენ, თუ გაახმოვანეს საერთოდ. 
"გაზპრომმა" გვითხრა თუ არ დათანხმდებით, სომხეთს ირანიდან მოვამარაგებთ და თქვენ ყველაფრის გარეშე დარჩებით, არ არის ბოლომდე მყარი არგუმენტი, რადგან ირან-სომხეთის გაზსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 1 მილიარდი კუბური მეტრია. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი 1 მილიარდ კუბურ მეტრს მაინც საქართველოს გავლით მიაწვდიდა და ჩვენ კი 0.1 მილიარდი კუბური მეტრი დაგვრჩებოდა, რაც $18.5 მილიონია,” - წერს გოგავა.


 

Propellerads
loading...