პოლიტიკა
LIBE-ს კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს დღეს უყრის
LIBE-ს კომიტეტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს დღეს უყრის

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი (LIBE)  საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭს 12 იანვარს უყრის. ამის შესახებ კომიტეტის ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგშია ნათქვამი.

LIBE-ს კომიტეტის მიერ რეგულაციის დამტკიცების შემდეგ, აღნიშნულ საკითხს პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს. პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.

LIBE-ს კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ევროკავშირის საბჭოს მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) 13 დეკემბერს დაადასტურა ევროპარლამენტთან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმება.


 

Propellerads
loading...
loading...