ak.ge
სამართალი
ექიმი: პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი ადეკვატურები არიან და მათი დაკითხვა შესაძლებელია
ექიმი: პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი ადეკვატურები არიან და მათი დაკითხვა  შესაძლებელია

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისა და მისი მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ მკურნალმა ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა.

პაციენტები პალატებში გადაიყვანეს.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაში შეიყვანეს პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში, ოჯახის ნებართვის გარეშე ვერ გასცემს. 

ნიკოლოზ კვაჭაძის თქმით, მინიდა გოგოჭურთან და მის მეგობართან სამართალდამცველები დასაკითხად არ მისულან.

„გოგოჭური და მისი მეგობარი სიტუაციიდან გამომდინარე, ადეკვატურები არიან და მათი დაკითხვა ოჯახის, ახლობლების ნებართვით შესაძლებელია,“ - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.


 

Propellerads
loading...