ak.ge
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია
მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვილნიუსს ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 12-13 იანვარს ლიტვის რესპუბლიკას ეწვია.  ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ ზამთრის კონფერენციაში „Snow Meeting 2017”. ღონისძიების ფარგლებში  მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების თემაზე დაგეგმილ სესიაზე.  აღნიშნული სესიის მიმდინარეობისას მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი  ლინას ლინკევიჩიუსი.  შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად  ასევე სიტყვით გამოვლენ  ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი კშიშტოფ შჩერსკი და ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექასნდრე ვერშბოუ.   ვიზიტის პირველ დღეს მიხეილ ჯანელიძე ლიტვის სეიმის სპიკერს ვიქტორას პრანცკიეტს შეხვდება.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება სამუშაო სესიები დისკუსიების ფორმატში, რომლებიც ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებებსა და ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის თემატიკას დაეთმობა.   საქართველოს დელეგაცია  მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის  ლინას ლინკევიჩიუსის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრება.  


 

Propellerads
loading...