სამართალი
გურამ რჩეულიშვილი: თქვენ ისეთი პირობები შექმენით საავადმყოფოში, რომ ავადმყოფმა ქალმა კლინიკაში დარჩენას არჩია საპატიმროში დაბრუნება
გურამ რჩეულიშვილი: თქვენ ისეთი პირობები შექმენით საავადმყოფოში, რომ ავადმყოფმა ქალმა კლინიკაში დარჩენას არჩია საპატიმროში დაბრუნება

თქვენ ისეთი პირობები შექმენით საავადმყოფოში, რომ ავადმყოფმა ქალმა კლინიკაში დარჩენას არჩია საპატიმროში დაბრუნება, - ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" საქმის, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის საქმის პროკურორების მისამართით გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პროკურორები აღნიშნულ საქმეს ზიზღით უდგებიან.

"როცა თქვენ ამ საქმეს უდგებით სიძულვილით, არ მგონია, რომ რამე ობიექტური გამოვიდეს აქედან. თქვენ ისეთი პირობები შექმენით საავადმყოფოში, რომ ავადმყოფმა ქალმა კლინიკაში დარჩენას არჩია საპატიმროში დაბრუნება და იქ ყოფნა, ისეთ მდგომარეობაში როგორშიც არის. კერძოდ, არის სუსტად. მნიშვნელობა არ აქვს კეთილთვისებიანია თუ არა სიმსივნე. ყველანაირად შეეცადეთ, რომ 60 წლის ქალისთვის შეგექმნათ ისეთი პირობები, რომ დაეტოვებინა საავადმყოფო, სადაც მართლა კარგი პირობებია და არის გადასარევი დაწესებულება და დაბრუნებულიყო კამერაში, რომელიც მაიას დღევანდელ მდგომარეობას უფრო გაუსაძლისს ხდის. მესმის, რომ რასაც ჩაგძახებენ იმას ამოსძახებთ, მაგრამ ზიზღი რა საჭიროა. თქვენს სახეზე ვხედავ ამ ზიზღს.მგონია, რომ სუბიექტური ზიზღი გაქვთ და ვერ ვხვდები რატომ. თქვენ ვერ განიხილავთ ამ საქმეს, თუ ასე მიუდექით", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

გურამ რჩეულიშვილის თქმით, მოსამართლე იურიდიული ნორმების და ფაქტების განხილვით კი არ არის დაკავებული, არამედ ჭორებისა და წინაწარი განწყობების განხილვა მიმდინარეობს.

"ქალბატონო მოსამართლე, როდესაც თქვენ დაუტოვეთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დედაჩემს და არ შეუცვალეთ გირაოთი, ამ გადაწყვეტილებაში არაფერი ჰუმანური არ ყოფილა. ქალის მიმართ, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, ჯერჯერობით უდანაშაულოა, თქვენ წინ და წინ განწყობილი ხართ და ვერდიქტი თქვენს თავში ალბათ გამოტანილი გაქვთ და ეს ყველაფერი ფარსია, რაც აქ მიმდინარეობს. ადამიანი, რომელიც, ასე ვთქვათ, 50%-ით მაინც უდანაშაულოა და ავად არის, თქვენ დატოვეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თქვენი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ იურიდიული ნორმების და ფაქტების განხილვა კი არ მიმდინარეობს, არამედ ჭორებისა და წინაწარი განწყობების განხილვა მიდის, რაც საზოგადოებაშია და მართლა არაჰუმანურია თქვენი მხრიდან ეს", - განაცხადა რჩეულიშვილმა. 

 


 

Propellerads
loading...