პოლიტიკა
მარია გაბრიელი: ევროპარლამენტი აგზავნის მტკიცე სიგნალს, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს
მარია გაბრიელი: ევროპარლამენტი აგზავნის მტკიცე სიგნალს, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით ევროპარლამენტი აგზავნის მტკიცე სიგნალს, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს, - ამის შესახებ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი "ტვიტერში" წერს.

დღეს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კენჭი ეყარა და ხმათა დიდი უმრავლესობით დამტკიცდა 539/2001 რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც  საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 42-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ორმა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.


 

Propellerads
loading...
loading...