მსოფლიო   NEWS
დომინიკის რესპუბლიკას თავს მე-5 კატეგორიის ქარიშხალი დაატყდა
დომინიკის რესპუბლიკას თავს მე-5 კატეგორიის ქარიშხალი დაატყდა

დომინიკის რესპუბლიკას თავს მე-5 კატეგორიის ქარიშხალი დაატყდა. ქარიშხალი “მარიას“ სიჩქარე საათში 155 კმ-ია.

„ბიბისის“ ცნობით, დომინიკის რესპუბლიკას ქარიშხალმა დიდი ზარალი მიაყენა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. განადგურდა საცხოვრებელი სახლები, ქარიშხლის შედეგად დაიტბორა ქუჩები. პორტები და აეროპორტები დაიხურა.  

ქარიშხალი „მარია“ იმ ტერიტორიაზე მძვინვარებს რა ტერიტორიაზეც იყო ქარიშხალი „ირმა“.

დომინიკის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ქარიშხალს გამანადგურებელი უწოდა.

„ჩემი მიზანია დაშავებულების დახმარება. დახმარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავ. ჩვენ დამხარება გვჭირდება, ჩემო მეგობრებო. ყველანაირი დახმარება გვჭირდება“ - განაცხადა დომინიკის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა.

სტიქია კარიბიის ზღვის სხვა ქვეყნებსაც ემუქრება. ამჟამად ის პუერტო-რიკოსკენ და ვირჯინიის კუნძულებისკენ მიემართება.

ევაკუაცია ასევე გამოცხადებულია გვადალუპეში, სენტ კითში, ნევისში, მონსერატში, აშშ-ის ვირჯინიის კუნძულებზე, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებსა და პუერტო-რიკოში.

loading...