პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" აქციას "ქართუ ბანკის" ოფისთან მართავს
"ნაციონალური მოძრაობა" აქციას "ქართუ ბანკის" ოფისთან მართავს

"ნაციონალური მოძრაობა” აქციას "ქართუ ბანკის” ოფისთან მართავს. პარტიის ლიდერები ყოფილპრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ბანკი "ქართუს“ მეშვეობით ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების განცხადებით,  “ქართუ ბანკი” არ არის საფინანსო ინსტიტუტი, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ივანიშვილს ემსახურება.

მათი თქმით, ამ ორგანიზაციიდან ხდება ხელისუფლების და უმრავლესობის მაღალჩინოსნების დაფინანსება. 

აქციის მონაწილეები სხვადასხვა ლოზუნგებით არიან მისულები: "თქვენ შრომობთ, ესენი იპარავენ“, "აფეთქებული საყდრისი“, "კმარა ხალხის ძარცვა“, "ქართუ“ მდიდარი ხალხისთვის“. ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. 

loading...