Facebook-სტატუსები
"ვამაყობ ჩვენი ქართული რეფორმებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინულ კონტექსტში “ქართველობაზე” აქცენტი სულ სხვა მიზნით კეთდება" - მიხეილ სააკაშვილი
"ვამაყობ ჩვენი ქართული რეფორმებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინულ კონტექსტში  “ქართველობაზე” აქცენტი სულ სხვა მიზნით კეთდება" - მიხეილ სააკაშვილი

"ვამაყობ ჩვენი ქართული რეფორმებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინულ კონტექსტში  “ქართველობაზე” აქცენტი სულ სხვა მიზნით კეთდება“ - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკის“ გვერზე წერს.

”ჩემთვის ანტისემიტიზმზე ნებისმიერი მინიშნებაც კი მიუღებელია, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შეუწყნარებლობის ნებისმიერ გამოვლინებას ვებრძვი. დაშა ჩიჟი მე გუშინ სწორედ მისი განცხადების გამო დავითხოვე. ჩვენ ვერ დავემსგავსებით იმ ადამიანებს, ვინც ამ თემებზე მინიშნებებსაც კი აკეთებს, ვინაიდან ასეთ ადამიანებს მე პირად მტრებად მივიჩნევ.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად შევებრძოლებით ასეთ გამოვლინებებს და, ამიტომ მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ 100%-ით უკრაინულ გუნდს, აზრითაც და მოქალაქეობითაც, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ. მე ვამაყობ ჩვენი ქართული რეფორმებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინულ კონტექსტში ”ქართველობაზე” აქცენტი სულ სხვა მიზნით კეთდება”, - წერს სააკაშვილი.

 

 

loading...