სპორტი
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში საქველმოქმედო მატჩს გამართავენ
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოში საქველმოქმედო მატჩს გამართავენ

მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავები  თბილისში ითამაშებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბორჯომის ტყის აღსადგენად საქველმოქმედო მატჩს – „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის”-  მართავს, რომელშიც „GFF-11″ და „მსოფლიოს 11″ დაუპირისპირდებიან.

მატჩში მონაწილეობას მიიღებენ: ​რივალდო, ანდრეი შევჩენკო, ფრანჩესკო ტოტი, პაოლო მალდინი, კარლეს პუიოლი, ხავიერ ძანეტი, დიდა, ერნან კრესპო, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, ლუკა ტონი, მარეკ იანკულოვსკი, ვინსენტ კანდელა, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, სებასტიან ფრეი და მსოფლიო ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები.

საქველმოქმედო მატჩი 29 სექტემბერს, „დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენაTKT.GE-ზე დღეს, 15:00 საათზე,  დაიწყება.