სამართალი
„თემქაზე დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია უტარდება” - ექიმი
„თემქაზე დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია უტარდება” - ექიმი

„თემქაზე დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია უტარდება” - ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა, გიორგი კობახიძემ განაცხადა.

ექიმის თქმით,  ახალგაზრდას გულმკერდის ზედა, უკანა არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. 

”შემოყვანის მომენტისთვის პაციენტი გონზე იყო. ამ წუთებში მას ოპერაცია უტარდება. რამდენად საშიშია დაზიანებები სიცოცხლისთვის, ამას ოპერაციის შემდეგ გავიგებთ. ოპერაციის დასრულებამდე ვერც მისი ჯანმრთელობის მდგომარებაზე და ვერც იმაზე, თუ რა სახის ჩარევა გახდება საჭირო, ვერაფერს გეტყვით”, - განაცხადა ექიმმა.
 

 

 

 

loading...