საზოგადოება
სასტუმრო „ლეოგრანდში” დაღუპულები დაკრძალეს
სასტუმრო „ლეოგრანდში” დაღუპულები დაკრძალეს

სასტუმრო „ლეოგრანდში” დაღუპულები დაკრძალეს. ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში 5 გარდაცვლილი იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად  11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე.

დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი - თურქეთის. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.