პოლიტიკა
„ვანო მერაბიშვილის დილა იწყებოდა ფიქრით, რა გაეფუჭებინა და ღამე მთავრდებოდა სისხლიანი ხელებით, ეს იყო მისი ყოველი სამუშაო დღე” - ლევან გოგიჩაიშვილი
„ვანო მერაბიშვილის დილა იწყებოდა ფიქრით, რა გაეფუჭებინა და ღამე მთავრდებოდა სისხლიანი ხელებით, ეს იყო მისი ყოველი სამუშაო დღე” - ლევან გოგიჩაიშვილი

„ვანო მერაბიშვილის დილა იწყებოდა ფიქრით, რა გაეფუჭებინა და ღამე მთავრდებოდა სისხლიანი ხელებით, ეს იყო მისი ყოველი სამუშაო დღე” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქვეყნის მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც დანაშაული საკუთარი ერის წინაშე  ჩაიდინა. 
„ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ არის. სტრასბურგის გადაწყვეტილება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს იმ სასჯელის დინებაზე, რომელიც აქვს ვანო მერაბიშვილს შეფარდებული, ასევე იმ ბრალდებაზე, რომლიც არის მის მიმართ. მომავალშიც ალბათ მოხდება სხვა საქმეების წარდგენა, რადგან სულ მუშაობს გამოძიება იმ დანაშაულებების შესახებ, რასაც აკეთებდა იმ წლების განმავლობაში. შესაბამისად, სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც ცალსახად არის ნათქვამი, რომ მისი დაკავება და წინასწარ პატიმრობაში მიცემა იყო კანონიერი და საერთოდ არ მოიცავდა იმ მოტივაციას, რომ ჩამოეშორებინათ პოლიტიკური საქმიანობიდან, ეს არის შავით თეთრზე დაწერილი დოკუმენტში და შესაბამისად, რაც არ უნდა ისაუბრონ მისმა მხარდამჭერებმა, ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული საკუთარი ერის წინაშე. შესაბამისად, ვინც არ უნდა განაცხადოს და დაწეროს „ტვიტერზე“ ვანო მერაბიშვილი არის თუ არა პოლიტპატიმარი, ეს გავლენას ვერ მოახდენს მის სასჯელზე საქართველოში“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.